Общее·количество·просмотров·страницы

пятница, 29 июля 2011 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი

სწავლების საფეხური

პირველი საფეხური, მე-5 კლასი

მოსწავლეთა პროფილი

20 მოსწავლე, მათგან 2 სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

  • გაკვეთილის თემა აქტუალურია იმიტომ, რომ მასში ასახული პრობლემა - ძალადობა, ნდობის დეფიციტი დგესაც თვალში საცემია.
  • თემა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების დამკვიდრებას

გაკვეთილის მიზნები

ესგ მიხედვით:

· . V. 1.2. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.

· . V.2. 1. მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს

· . V. 2.3. მოსწავლე ამოიცნობს სხვადასხვა ხასიათის ტექსტის ენობრივ თავისებურებებს

ისგ მიხედვით:

· ისგ 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

· ისგ. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

· ისგ 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.

· მოსწავლე შეძლებს ფერების ადექვატურად შერჩევას და ნახატის გაფერადებას

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებს აქვთ ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევები, შეუძლიათ დისკუსიის გამართვა სხვადასხვა, მათთვის ნაცნობ თემებზე

შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები შეფასდებიან თანდართული ცხრილების შესაბამისად

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

· სასკოლო სახელმძღვანელო, პროექტორი, კომპიუტერი, ფურცლები, მარკერები, ნახატები

· PowerPoint,

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

შედეგი

1. პროვოცირება - 3 წუთი

მოსწავლეებს ვაჩვენებ კომპიუტერისა და პროექტორის დახმარებით ცხოველებისა და ფრინველების სურათებს და შესაბამისად ვთხოვ, დაახასიათონ ისინი.

(კატა, მელა, დათვი, ლომი, ქათამი, კურდღელი, არწივი, ქორი, ძაღლი)

აქტივობაში ერთვება სსსმ მოსწავლეებიც

2. უცხო სიტყვების განმარტება - 4 წუთი

უცხო სიტყვების მნიშვნელობას ვკითხულობ და ბავშვები აწებებენ დაფაზე წინასწარ გაკრული შესაბამისი სურათის ქვეშ.

* ნაგაზი - დიდი და ავი ძაღლი

* ფორანი - ცხენებშებმული გრძელი ოთხთვალა საზიდარი

* ქვაფენილი - ქვების წყობით გაკეთებული გზის საფარი

* კუდამოძუებული - შერჩხვენილი, შეშინებული, გაწბილებული

* ფინია - ეზოს პატარა ძაღლი

* გაანჩხლებული - ძალიან გაბრაზებული

* ახმახი - ძალიან მაღალი, აყლაყუდა

* ფათერაკი - მოულოდნელი საშიშროება, განსაცდელი

აქტივობაში მონაწილეობს სსსმ მოსწავლეებიც

3. ჯგუფური მუშაობა - 4 ჯგუფი

1. დავალება - დაფაზე წინასწარ გაკრულია სიუჟეტური სურათები მოთხრობიდან. ჯგუფებს ვაძლევ ნაწყვეტებს მოთხრობიდან. მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ უცხო ტექსტის ნაწილები და მიუსადაგონ სურათებს. (3 წუთი)

პრეზენტაცია 2-2 წუთი

სულ: 11 წუთი

4. გონებრივი იერიში: 10 წთ

სავარაუდო შეკითხვები:

1. სად მიდიოდა ბიჭი?

2. რა დახვდა ბიჭს ქუჩაში?

3. ვინ იყვნენ პუპუზა, გეო, კურკა და ჭორფლიანი?

4. როგორ ეპყრობიან ბიჭს მეტოქეები?

5. რატომ არ მიიკარა ძაღლმა ბიჭი?

6. როცა ბიჭმა ნაგაზს პურის ნატეხი მიაწოდა, ბიჭის რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?

7. რა საფრთხისაგან გადაარჩინა ბიჭმა მეორედ ძაღლი?

8. თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდებოდა ბიჭისა და ძაღლის ცხოვრება?

5.ჯგუფებში მუშაობა -

დავალება -3 წუთი

მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები, რომელზეც მოცემული ტექსტიდან ნაწყვეტები. მოსწავლეებს მიეცემათ დავალება, მოძებნონ ტექსტში:

პირველი ჯგუფი: სულიერი სახელები

მეორე ჯგუფი: უსულო სახელები

მესამე ჯგუფი: ვინ ჯგუფის სახელები

მეოთხე ჯგუფი: რა ჯგუფის სახელები

პრეზენტაცია 1-1 წუთი

სულ: 7 წუთი

6. დისკუსია - 6 წუთი

1. რა იწვევს ძალადობას?

2. რა შედეგები მოსდევს ძალადობას?

7.შეფასება - თვითშეფასება 3 წთ (იხ. თანდართული ცხრილი)

8. საშინაო დავალება - 1 წთ.

სახლში ვაძლევ შემდეგ დავალებებს:

1.წაიკითხონ სახლში მოთხრობა: ,,ბიჭი და ძაღლი’’

2. გააკეთონ ბიჭის, ნაგაზის, ფინიების ასოციაციური რუკები

ესგ მიხედვით:

· მოსწავლე ნახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.

· მოსწავლე გააზრებულად წაიკითხავ და ადეკვატურად გაიგებს ტექსტს

· მოსწავლე ამოიცნობს სხვადასხვა ხასიათის ტექსტის ენობრივ თავისებურებებს

ისგ მიხედვით:

· მოსწავლე მოისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას; შეძლებს სწორად მოახდინოს რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

· მოსწავლე შეძლებს გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

· მოსწავლე შეძლებს ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.

· მოსწავლე შეძლებს ადეკვატურად ამოირჩიოს ფერები და გააფერადოს ნახატი

Комментариев нет:

Отправить комментарий