Общее·количество·просмотров·страницы

вторник, 26 июля 2011 г.

გაკვეთილის მთავარი თემა

არჩილ სულაკაურის მოთხრობა „ბიჭი და ძაღლი“

სწავლების საფეხური

I საფეხური/ V კლასი

საგანი\პედაგოგი

ქართული ენა და ლიტერატურა/

მოსწავლეთა პროფილი

17 მოსწავლე, მათ შორის 2 მოსწავლე სსსმ

გაკვეთილის აქტუალობა

მოსწავლეებში მაღალზნეობრივი ღირებულებების გამომუშავება, რაც დაეხმარება მათ ერთმანეთთან ჯანსაღი ურთიეთობების ჩამოყალიბებასა და კონფლიქტების მოგვარებაში.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

სსსმ მოსწავლეების მიზნები და შედეგი

  • ტექსტის მთავარი სათქმელის ამოცნობა პერსონაჟთა ურთიეთობებზე დაკვირვებით.
  • ზეპირმეტყველებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება.
  • წერის უნარის განვითარება.
  • ჯგუფებში მუშაობის ჩვევების განმტკიცება.

შედეგი: მოსწავლე კითხულობს მხატვრულ ნაწარმოებს და ავლენს კითხვის პროცესით გამოწვეული შთაბეჭდილების გადმოცემის უნარს, უკავშირებს მას პირად გამოცდილებას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • გამოხატავს უშუალო ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს.
  • საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად იშველიებს ლიტერატურულ ტექსტებს, რეალურ ფაქტებს, მაგალითებს პირადი ცხოვრებიდან [ასოციაციურად უკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა და რეალურ მოვლენას].
  • მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.
  • ადარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულ ვერსიას.

შედეგი: მოსწავლე წერის პროცესში იყენებს პიროვნულ და შემოქმედებით გამოცდილებას, ავლენს მხატვრული წარმოსახვის უნარს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას.

დათ ო - საწერი საშუალებებით წყვეტილების შემოხაზვა,ანბანის 10 ასოს გამოცნობა, მარტივი და კონკრეტულ კითხვებზე პასუხი,კომპიუტერთან მარტივი დავალებების შესრულება,

თიკო- მარტივი სიტყვების გადა წერა დაფიდან,ორ და სამ მარცვლიანი სიტყვების წაკითხვა,დასმულ კითხვებზე პასუხი,მსჯელობაში მონაწოილეობა და საკუთარი აზრის გამოთქმა.

დათო შეძლებს:

1. არჩევს ფერს, აფერადებს ძაღლს,

2. პასტით ,დაწერტილებული სიტყვების „ძაღლი“,“ბიჭი“ შემოხაზვას.

3. კითხვებზე- პასუხი:ავტორის,მოთხრობის გმირების დასახელებას,

4. ძაღლის და ბიჭის თვისებებზე საუბარს,

5. დადებითი და უარყოფითი გმირების ამოცნობა-დასახელებას,

6. კომპიუტერთან გრამატიკულ ტესტში პასუხის გაცემას.

თაკო შეძლებს:

1. აღიქვას ძაღლი, როგორც შინაური ცხოველი, იცის, რომ ის სახლს დარაჯობს;

2. აირჩიოს ფერი, აყოლებს კონტურს, მისი ნამუშევარი წინა დავალებებისაგან უკეთესია.

3. უცნობი სიტყვების დაფიდან გადაწერას,

4. მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემას,

5. ბიჭის და მეტოქეების დახასიათებას;

6. ნაგაზის და ფინიების დახასიათებას.

სასწავლო რესურსები

მოსწავლეთა ნამუშევრები. დაფა, ცარცი, ჭიკარტები.

უცხო სიტყვათა თვალსაჩინოება.

კომპიუტერი, პროექტორი, მასწავლებლის ელექტრონული პრეზენტაცია.

მოკლემეტრაჟიანი მხ. ფილმი “ბიჭი და ძაღლი“

გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი

გაკვეთილის A ფაზა - გამოწვევა

აქტივობა 1. 3 წთ. მისალმება. სამუშაო განწყობის შექმნა.

კითხვა თაკოს - რა გვქონდა გაკვეთილად?

კითხვა დათოს - რა გვქონდა საშინაო დავალებად?

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია კლასში წინა გაკვეთილის მიხედვით(საშინაო დავალება)

აქტივობა 2. 2 წთ. ახალი გაკვეთილის - „ბიჭი და ძაღლის“ - თემისა და მიზნების გაცნობა.

აქტივობა 3.3 წთ. ვაჩვენებთ ძაღლის სურათს და ვსვამთ კითხვას - რა თვისებები გააჩნია ძაღლს და პარალელურად ვრთავთ დათო და თაკოს(აბა რომელს გყავთ ძაღლი სახლში?).

სსსმ ბავშვების ძაღლზე პოზიტიური რეაქციის შემთხვევაში დათოს ვაძლევთ ქათმის სურათს და ვთხოვთ გააფერადოს, ამასთან ვაძლევთ განმარტებას, რომ ქათმების დასაცავად აუცილებელია ძაღლის ყოლა.

თაკოს, რადგანაც განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია არაფერზე, ვაძლევთ ნებისმიერი ცხოველის ან ფრინველის სურათს გასაფერადებლად.

აქტივობა 4. 15 წთ. - კლასს ვყოფთ 3 გუნდად და ვაკითხებთ მოცემულ ტექსტს(გუნდებმა თვითონ გაიყონ აბზაცები და ისე წაიკითხონ).

თან ახსნიან უცნობ სიტყვებს.

აქტივობა 5. 3 წთ - მასწავლებელი ერთვება და საუბრობს არჩილ სულაკაურის შესახებ.

აქტივობა 6. 2 წთ. - გამამხნევებელი ვარჯიში.

გაკვეთილის B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 1. 5 წთ _ კითხვა––პასუხი. მუშაობა კლასთან

დისკუსიის დროს მოსწავლეები მსჯელობენ მასწავლებლის მიერ დასმული კითხვების მიხედვით. პასუხისას იმოწმებენ ტექსტს. იყენებენ მათ მიერ შესრულებულ დახასიათების სქემებს და პერსონაჟთა ფრაზებს. იხსენებენ მათ მიერ გამოთქმულ ვარაუდებს.

სავარაუდო კითხვები:

დათოს - დაასახელე მოთხრობის ავტორი.

თაკოს - დაასახელე მოთხრობის გმირი.

1. დაახაიათეთ ბიჭი, რა განწყობით მიდიოდა ის სკოლაში?

2. თქვენი აზრით - რა იყო ბიჭის უხალისობის მიზეზი?

3. დაახასიათეთ ბიჭის მეტოქეები.

4. რა საერთო აქვთ ბიჭს და ძაღლს?

ვრთავთ სსსმ მოსწავლეებს:

დათოს- დათო, აბა შენ რა კითხვა გაგიჩნდა, ნანახისა და მოსმენილის მიხედვით.

თაკო - თაკო, რა გაიგე მეგობრების წაკითხულიდან?

ვაგრძელებთ სხვა მოსწავლეებთან კითხვის დასმას:

5. როგორი დამოკიდებულება გამოავლინა ბიჭმა ძაღლის მიმართ, დაამტკიცეთ ფრაზებით.

6. გამოთქვით საკუთარი აზრი - ვის და რას გაურბის ბიჭი?

7. რატომ იხსნა ბიჭმა მაწანწალა ძაღლი „ბადისაგან“?

8. რას შეადარა ბიჭმა ჯაჭვით დაბმული წისქვილები?

9. რატომ იყო ბიჭი თავის ტოლებთან კონფლიქტში და რატომ გაუმართა დახმარების ხელი ძაღლს?

მოსწავლეები მსჯელობენ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით და აფიქსირებენ საკუთარ აზრს, იკვეთება პრობლემა - კონფლიქტი.

მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ბიჭის ქცევისადმი.

აქტივობა 2. 5 წთ. გრამატიკულ მასალაზე მუშაობა - მასწავლებელი უჩვენებს სლაიდშოუთი შემდეგი რთული სიტყვების მართლწერას: თავზეხელაღებული, ჩხუბისთავები, შავგრემანი, მაყვლისფერი, გზაჯვარედინი, ერთიმეორეზე.

აქტივობა 3. 3 წთ ინდივიდუალური მუშაობა. მოსწავლეებს ვთავაზობ, დაუკავშირონ მხატვრული მონათხრობი რეალურ ცხოვრებას და გაიხსენონ მომენტები პირადი ან ახლობელთა ურთიერთობიდან, როგორ მოუგვარებიათ ან რატომ ვერ მოუგვარებიათ კონფლიქტები.

დათოს და თაკოს ვაძლევთ წინასწარ გამზადებულ ბარათებს, რომლებზეც გამოსახულია სიტყვები - „ძაღლი“, „ ბიჭი“. თაკომ გადაიწეროს ეს სიტყვა, დათომ სიტყვას შემოაყოლოს კონტური ფანქრით ან შემოხაზოს ნაცნობი ასო-ბგერები.

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია (შეჯამება). 3 წთ.

რა ვიცოდი, რა გავიგე და რა მინდა ვიცოდე (ჩავრთავთ დათო და თაკოსაც)

აქტივობა . 2 წთ. შეფასება - კლასს აფასებს ჯგუფურად და ქულებით ცალ-ცალკე. ითვალისწინებს პრაქტიკულ მუშაობას, მსჯელობას კლასში, პრეზენტაციას, კორექტულობას.

აქტივობა 2 წთ. საშინაო დავალება.

  • გაკვეთილი მოყოლით
  • უცნობ სიტყვებზე წინადადებების შედგენა
  • გეგმის შედგენა გაკვეთილის შესახებ

დავალება დათოს - მოიპოვოს ინფორმაცია მამის მეგობრებიდან ვის რა ჯიშის ძაღლი ჰყავს.

დავალება თაკოს - დაახასიათოს ნაგაზის ჯიშის ძაღლი.

შედეგების კოდი:

Комментариев нет:

Отправить комментарий