Общее·количество·просмотров·страницы

вторник, 26 июля 2011 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

არჩილ სულაკაურის ”ბიჭი და ძაღლი” (II ნაწილი)

სწავლების საფეხური

დაწყებითი საფეხური, V კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

20 მოსწავლე, მათ შორის 2 სსსმ

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

· წაკითხული ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევის განვითარება;

· მოქმედი პირების იდენტიფიცირება;

· მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

· სოციალური უნარ-ჩვევის განვითარება;

· თანაგრძნობის, დაჩაგრულის დაცვის უნარის ჩამოყალიბება

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები/სტანდარტები

ზეპირმეტყველება

მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს (ქ.V.1.2)

· ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას

მოსწავლე აღიქვამს და მართებულად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს (ქ.V.1.3.)

მოსწავლე ახდენს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყის უნარს (ქ.V.1.4.)

· საუბრობს ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე

კითხვა

მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვდსხვა ტიპის ტექსტს (ქ.V.2.1.)

· დამოუკიდებლად კითხულობს ვრცელ ტექსტებს და თავისი სიტყვებით გადმოსცემს მათ შინარსს

· განარჩევს ფაქტსა და დამოკიდებულებას ერთმანეთისაგან;

· ამოიცნობს ნაწარმოების მთავარ თემას

· წაკითხულის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს

მოსწავლე ავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყის უნარს (.V.2.2.)

· მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუტარ პოზიციას;

· ამოიცნობს და ასახელებს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს

მოსწავლე ამოიცნობს სხვადსხვა ხასიათის ტექსტის ენობრივ თავისებურებებს (ქ.V.2.3.)

· ამოიცნობს სულიერ და უსულო არსებით სახელებს

მოსწავლე იყენებს კითხვის სხვადსხვა სტრატეგიას (ქ.V.2.4.)

· ასახელებს ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ საფუძველს

წერა

მოსწავლე მართებულად იყენებს გრამატიკულ წესებს და იცავს მართლწერის ნორმებს (ქ.V.3.3.)

· პრაქტიკულად იყენებს სახელთა შეწყობას ბრუნვების და რიცხვის მიხედვით

გაკვეთილის მიზნები

1. წაკითხული ს გააზრება და მონაკვეთის დასათაურება

2. ლექსიკური მარაგის გამდიდრება

3. გრამატიკული ცოდნის განმტკიცება

4. სსსმ მოსწავლეთათვის ა)თაკო: ძ ასო-ბგერის სწავლება და განმტკიცება, თხრობის უნარის განვითარება, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება; ბ) დათო: ძ ასოს მოხაზვა; სიტყვა ”ძაღლი-ს” დასწავლა-დამახსოვრება; სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება

წინასწარი ცოდნა

· ძაღლი ადამიანის მეგობარია;

· იცის არსებითი სახელის არსი, სულიერი და უსულო საგნის ცნება (ვინ? და რა? კითხვები);

· იცის მარტივი მხატვრული სიმბოლოები, ხერხები;

· იცის სინონიმების მნიშვნელობა

შეფასების საგანი და პროცედურები

განმავითარებელი შეფასება

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ნ.გორდელიძე, თ.კუხიანიძე ქართული ენა და ლიტერატურა 5 კლასის მოსწავლის წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი, ფლიფჩარტი, მარკერები

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

სორგანიზაციო საკითხები

· A ფაზა (გამოწვევა) - 5 წთ.

· სიმულაცია (ჩაერთვება დათო)

· პროექტორის საშუალებით მასწავლებელი ახდენს პრეზენტაციის დემონსტრირებას

· ასოციაციური რუკა (ჩართული იქნება თაკო)

· ჯგუფებად დაყოფა

· B ფაზა (შინაარსის რეალიზება)- 35 წთ.

მოსწავლეები ჯგუფებში ასრულებენ მასწავლებლის მიერ

მიცემულ დავალებას. teqsti daiyofa abzacebad da miecema jgufebs.

დავალება 1. მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს აბზაცების მიხედვით, ასათაურებენ აბზაცებს (10 წთ.) თაკო უსმენს ტექსტს, დათო ასრულებს მისთვის განკუთვნილ დავალებას (1).

დავალება 2. აბზაცის წაკითხვის შემდეგ აკეთებენ კომენტარებს

(10 წთ.).Tako teqstis irgvliv dasmul martiv kiTxvebze pasuxobs, daTo - davaleba 2. Tako - davaleba 1.

დავალება 3. სახელმძღვანელოს გვერდი 45 : I ჯგუფი- დავალება15,

II ჯგუფი - დავალება 16, III ჯგუფი - დავალება17, IV ჯგუფი - დავალება 20( 10 წთ.) დათო - დავალება .3, 4; თაკო - დავალება 2, 3, 4.

დავალება 4. რა საერთო და გამანსხვავებელი თვისებები აქვთ ბიჭს და ნაგაზს? ვენის დიაგრამა ( 7 წთ.) დათო ხაზავს წრეებს დაფაზე.

· C ფაზა (გამთლიანება)- 3 წთ.

· საშინაო დავალების მიცემა( დაასრულე ამ ნაწილის თხრობის გეგმა და დაწერე მოთხრობის გაგრძელების შენი ვარიანტი) ipoveT teqstSi arsebiTi saxelebi Dda daajgufeT isini sulieri da usulos mixedviT. დათო ამოწერილი ძ ბგერის შემოხაზვა და სიტყვა ძაღლის დაკოპირება მოცემული ნიმუშიდან, თაკო შეადგონოს სიტყვები მოცემული ბარათის მიხედვით (5)

· მასწავლებელი ახდენს შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით. ცალკე ავღნიშნავთ დათოს და თაკოს მიერ შესრულებულ დავალებებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий